იგავნი 16:18
ამპარტავნება წინ უსწრებს დაღუპვას, და ქედმაღლობა – დაცემას.
იოანეს 10:10-11
ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ. მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.
მათეს 6:19-21
ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც.
1 კორინთელთა 10:8-10
ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძაობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა. ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ. არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.
1 კორინთელთა 5:4-5
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით, გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს.
1 ტიმოთეს 6:9-10
ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.
რომაელთა 3:16-18
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე, მშვიდობის გზა არ იციან. ღმერთის შიში არ არის მათ თვალწინ.“
2 პეტრეს 2:12
ისინი კი, როგორც უგნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან, ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ,
რომაელთა 9:22-23
მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდბლად,
ფილიპელთა 3:18-19
რადგან ბევრნი, ვისზეც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ცრემლიანი გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი მათ სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
1 თესალონიკელთა 5:1-3
ჟამზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით. როდესაც იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება,“ მაშინ მოულოდნელად მოაწევს მათზე განადგურება, როგორც ფეხმძიმეზე მშობიარობის ტკივილები, და ვერ გაექცევიან.
2 თესალონიკელთა 1:8-9და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან,
მათეს 7:13
შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპვისაკენ მიმავალი გზა, და მრავალნი არიან მასზე მავალნი.
მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. გეშინოდეთ უფრო მეტად მისი, ვისაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და სხეულისაც გეენაში.
იგავნი 18:12
ქედმაღლობა წინ უსწრებს დამხობას, მორჩილება კი წინ უძღვის დიდებას.
იგავნი 10:14
ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი – მოახლოებულ განადგურებას.
ეზეკიელი 12:20
დასახლებული ქალაქები დაინგრევა და ქვეყანა უდაბნოდ იქცევა და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.”