ქრისტეს უარყოფა – ბიბლიური ციტატები

მარკოზის 8:38
რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ გარყვნილ და ცოდვილ თაობაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“

2 ტიმოთეს 1:8
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ გაიზიარე სახარებისათვის ჩემი ტანჯვა, გაძლიერდი ღმერთის ძალით,

2 ტიმოთეს 2:12
თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.

ტიტეს 1:16
ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

იოანეს 18:40
კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს კი არა, ბარაბა.” ბარაბა კი ავაზაკი იყო.

2 პეტრეს 2:1
იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს

1 იოანეს 2:22-23
ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.

მათეს 10:32-33
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

მათეს 26:34
უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.”

მათეს 26:69-70
პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ამბობ.“

საქმეები 3:14-15
თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის. 15 სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.

Close
Close