ეშმაკების სასჯელი – ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.

2 პეტრეს 2:4
რადგან, თუკი ღმერთმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ბორკილებში ტარტაროზს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად,

იუდას 1:6
ხოლო იმ ანგელოზებს, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში წყვდიადში დიადი განკითხვის დღემდე.

მათეს 8:29-32
და, აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“ უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და, აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.

ლუკას 8:30-31
ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის ქვესკნელში ჩასვლა.

Close
Close