ეფესელთა 1:19-22
და რა განუზომელია მისი ძალის მოქმედების სიდიადე ჩვენს მიმართ, ვისაც გვწამს მისი ძალის ძლიერების მოქმედებით, რომლითაც მან იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი სახელდებულია არა მარტო ამ საუკუნეში, არამედ მომავალშიც. და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას,
რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
კოლოსელთა 1:16
რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.
კოლოსელთა 2:10
და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
მათეს 8:29-32
და, აჰა, ატეხეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები სთხოვდნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში შეგვიშვი.“ უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და, აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.
მარკოზის 1:34
მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ აძლევდა ეშმაკებს, ეთქვათ, რომ იცნობდნენ მას.
მარკოზის 16:9
როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.
ლუკას 11:14
და განდევნა ეშმაკი კაცისაგან, რომელიც მუნჯი იყო. და როდესაც ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი.
მარკოზის 9:25
როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“
მათეს 17:18
და შერისხა იესომ და ეშმაკი გამოვიდა მისგან და იმავე ჟამს განიკურნა ყმაწვილი.
საქმეები 16:18
ასე აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა სულს და უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან.“ და იმწამსვე გამოვიდა.