ეშმაკის მფლობელობა – ბიბლიური ციტატები

მარკოზის 1:32
საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.

მარკოზის 1:1-5
და გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. ნავიდან რომ გადმოვიდა, შემოხვდა კაცი სამარხებიდან, უწმიდური სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.

მარკოზის 16:9
როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.

1 მეფეთა 18:9-10
და იმ დღიდან მოყოლებული ალმაცერად უყურებდა საული დავითს ბოლომდე. მეორე დღეს დაეცა საულს ბოროტი სული ღვთისაგან და გაშმაგდა იგი თავის სახლში. დავითი კი, ჩვეულებრივ, ქნარზე უკრავდა; საულს შუბი ეპყრა ხელთ.

მარკოზის 5:4-5
რადგან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. დღისით და ღამით მუდამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.

მათეს 12:22
მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯმა დაინახა და ალაპარაკდა.

მათეს 15:22
და, აჰა, ქანაანელი ქალი მოვიდა მასთან იმ ადგილებიდან, შეჰღაღადა მას და უთხრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“

ლუკას 22:3
შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელი ერქვა და ერთი თორმეტთაგანი იყო.

საქმეები 19:13-16
შეეცადა ზოგიერთი იუდეველი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი. მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“ და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

Close
Close