ფსალმუნები 3:8
უფლისგან არის ხსნა; შენი კურთხევა იყოს შენს ერზე!
ფსალმუნები 17:3
უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი.
4 მეფეთა 18:33
როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
ესაია 43:13
და ძველთაგან – ეს მე ვარ! და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. რაც მე მოვიმოქმედე, ვინ შეცვლის მას?“
ესაია 36:18
ნუ გაცდუნებთ ხიზკია, რომ ამბობს: უფალი გვიხსნისო ჩვენ! რომელი ხალხების ღმერთებმა იხსნეს თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
ფსალმუნები 33:17
მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი, იხსნის მათ ყველა გასაჭირისგან.
გამოსვლა 20:2
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
ფსალმუნები 33:4
მოვიძიე უფალი და მიპასუხა მან და მიხსნა ყველა განსაცდელისგან.
გამოცხადება 1:17
და როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხთით. ხოლო მან დამადო თავისი მარჯვენა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი
გალატელთა 1:3-4
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ამ ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით,
1 თესალონიკელთა 1:10
და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ.