ერთი ღმერთი ბიბლიური ციტატები

1 ტიმოთეს 2:5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი – კაცი ქრისტე იესო,

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.

მეორე რჯული 4:35
ხომ იხილეთ, რათა გცოდნოდათ, რომ თვით უფალია ღმერთი და სხვა არავინაა მის გარდა.

მეორე რჯული 6:4
ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი – ერთი უფალია.

მეორე რჯული 32:39
ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.

2 მეფეთა 7:22
ამიტომაც დიადი ხარ შენ, უფალო ღმერთო, რადგან არავინაა შენი მსგავსი და არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც მოგვისმენია ჩვენი ყურით.

1 ნეშტთა 17:22
უფალო, არავინაა შენი მსგავსი და შენს გარდა არ არის სხვა ღმერთი, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურებით მოვისმინეთ.

ფსალმუნები 82:18
რათა შეიცნონ, რომ უფალია შენი სახელი და მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყანაზე.

ფსალმუნები 85:10
რადგან დიადი და სასწაულმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ღმერთი.

ესაია 43:10
თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.

ესაია 45:18
რადგან ასე ამბობს უფალი, ზეცის შემოქმედი, რომელიც დედამიწის გამომსახველი და შემქმნელი ღმერთია; მან დააფუძნა იგი არა ამაოდ, არამედ იმისთვის გააჩინა, რომ დამკვიდრებულიყვნენ მასზედ: „მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.

მარკოზის 12:29
იესომ მიუგო: “უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.

1 კორინთელთა 8:4
ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.

ეფესელთა 4:6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.

1 იოანე 5:7
რადგან სამნი მოწმობენ ცაში – მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.

Close
Close