გახრწნილი კაცობრიობა – ბიბლიური ციტატები

დაბადება 6:12
და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე.

ესაია 1:4
ვაი, ცოდვილო ხალხო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა მოდგმავ, წარწყმედილო ძენო! მათ მიატოვეს უფალი, ისრაელის წმიდა ღმერთი დაგმეს, განუდგნენ!

საქმეები 2:40
და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“

ფსალმუნები 52:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”! გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქმნელი.

იგავნი 4:24
მოიცილე მზაკვრობა და ბაგეთა სიბილწე.

იგავნი 6:12
არამზადა ადამიანი, უსამართლო კაცი დადის მრუდი პირით,

ოსია 9:9
ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.

ფილიპელთა 2:14-15
ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში,

ტიტეს 1:15-16
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

Close
Close