ტიტეს 1:15-16
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც. ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.
დაბადება 6:5-6
და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო. და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში.
გამოსვლა 7:14
და უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარზეა გაუშვას ხალხი.
იერემია 6:15
რცხვენიათ კი მათ, სისაძაგლე რომ ჩაიდინეს? არც რცხვენიათ, არც აუგი იციან, ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. იმ დროს, როდესაც მოვკითხავ მათ, წაიბორძიკებენ ისინი,” – თქვა უფალმა.
იერემია 17:9
ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?
საქმეები 5:1-5
ერთმა კაცმა კი, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან, ერთად გაყიდა მინდორი და გადამალა საფასურიდან, – ეს მისმა ცოლმაც იცოდა, – ხოლო რაღაც ნაწილი მოიტანა და დადო მოციქულთა ფერხთით. უთხრა პეტრემ: “ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა მიწის საფასურიდან? განა რაც გქონდა, შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.” ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ვინც ეს მოისმინა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა.
რომაელთა 2:5-6
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს:
ეფესელთა 4:17-19
ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები იქცევიან თავიანთი გონების ამაოებით, გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
1 ტიმოთეს 4:1-2
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია,