ფილიპელთა 4:27
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
კოლოსელთა 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
2 კორინთელთა 5:7
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
იგავნი 16:32
მომთმენი სჯობს მამაცს და ის, ვინც თავის სულზე ბატონობს – ქალაქის დამპყრობს.
რომაელთა 1:17
მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.”
ფსალმუნები 138:23
გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
იგავნი 3:5-6
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს.