ეჭვი ბიბლიის მუხლები

დაბადება 17:15-21
და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „და აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, არამედ სარა იყოს სახელი მისი. და ვაკურთხებ მას, და ძესაც მოგცემ მისგან. და ვაკურთხებ მასაც და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.” და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, და თქვა თავის გულში: „ნუთუ ასწლოვანს შეეძინება შვილი? და ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?” და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ იცოცხლოს ისმაელმა შენს წინაშე!” და უთხრა ღმერთმა აბრაამს: „არა, შენი ცოლი, სარა, გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად ისაკს. და დავდებ მასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ მისი შთამომავლობისათვის მის შემდგომ. და ისმაელისათვის გისმინე შენ: ვაკურთხებ მას, ნაყოფიერს გავხდი და გავამრავლებ მას დიდად. თორმეტ მთავარს წარმოშობს და ვაქცევ მას დიდ ერად. და ჩემს აღთქმას დავამყარებ ისაკთან, რომელსაც შენ გიშობს სარა მომავალ წელს ამავე დროს.”

დაბადება 18:10-14
შემდეგ უთხრა მას ერთმა მათგანმა: „გაისად ამდროს ნამდვილად დავბრუნდები შენთან. და ეყოლება ძე სარას, შენს ცოლს.” და სარას ესმოდა ეს კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა. და აბრაამი და სარა იყვნენ ხანში, წლებში შესულნი. და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. და გულში გაეცინა სარას და თქვა: „რაღაი დავბერდი, რა სიამე მექნება? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!” და უთხრა უფალმა აბრაამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ, ამ მოხუცობისას?’ განა უფლისთვის შეუძლებელია რამე? დათქმულ ჟამს დავბრუნდები შენთან, გაისად, და სარას ეყოლება ძე.”

მათეს 11:1-6
როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა, რომ ეთქვათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?” მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.”

იოანეს 20:24-29
თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, არ იყო მათთან, როცა იესო მოვიდა. უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.” მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ! რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარებში, დადგა შუაში და თქვა: „მშვიდობა თქვენდა.” მერე თომას ეუბნება: „მოიტა აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.” მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!” ეუბნება მას იესო: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს.”

იაკობის 1:5-8
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს. ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.

მათეს 21:21
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

იუდას 1:22
ერთნი – დაეჭვებულნი შეიწყალეთ.

მათეს 14:31
იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”

მარკოზის 11:23
„იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.

ლუკას 24:38
მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?

ფსალმუნები 30:22
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან”. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი.

მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.”

რომაელთა 14:23
ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.

მეორე რჯული 28:66
ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინ, შიშში იქნები ღამე და დღე და არ იქნები დაჯერებული შენს სიცოცხლეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close