დარგვა მეტაფორულად ბიბლიური ციტატები

1 კორინთელთა 3:6
მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.

ეკლესიასტე 3:2
ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;

ეზეკიელი 36:9
რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.

ეზეკიელი 17:22
ასე ამბობს უფალი ღმერთი: მაღალი კედრის კენწეროდან ტოტს ავიღებ და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ნედლ და ნაზს და მაღალ, ამაღლებულ მთაზე დავრგავ.

გამოსვლა 15:17
მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.

1 ნეშტთა 17:9
ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა თავისთვის იცხოვროს უშიშრად და ბოროტმოქმედებმა ვეღარ შეავიწროონ წინანდებურად,

იერემია 24:6
მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.

იერემია 31:28
და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” – ამბობს უფალი.

იერემია 32:41
მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,

იერემია 42:10
თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგრგავთ და აღარ აღმოგფხვრით, რადგან ვწუხვარ იმ ბოროტების გამო, რაც დაგმართეთ.

იერემია 12:2
შენ დარგე ისინი, ფესვები გაიდგეს, გაიზარდნენ და ნაყოფიც გამოიღეს; ახლოს ხარ მათ ბაგეებთან, მათი გონებისგან კი – ძალიან შორს.

ესაია 61:3
მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი – გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი – უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.

1 კორინთელთა 3:6-8
მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,

ესაია 17:10
რადგან დაივიწყე შენი ხსნის ღმერთი და არ გახსოვდა შენი თავშესაფრის კლდე; დაირგე საამური ნარგავები და გაიშენე უცხო ვენახი.

ესაია 40:24
დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.

იერემია 11:17
ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა თქვა, რომ უბედურება გელის, ისრაელისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაბრაზებლად სჩადიოდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ.


მსგავსი თემები:

მეტაფორები       პირველნაყოფები მეტაფორულად       სვეტები მეტაფორულად        ხვნა მეტაფორულად       წყარო მეტაფორულად       ხეები მეტაფორულად        ღვინო მეტაფორულად

Close
Close