ესაია 62:3
და იქნები დიდების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის მარჯვენაში.
ფსალმუნები 131:18
მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ, ხოლო მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!
გამოცხადება 19:12
და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
ებრაელთა 2:7-9
მცირედ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგი გვირგვინი, ყოველივე დაუმორჩილე მას ფეხთა ქვეშ.“ ხოლო თუ ყოველივე დაუმორჩილა მას, მაშ არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა.
2 ტიმოთეს 2:5
ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს.
ფილიპელთა 4:1
აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულნო და გვირგვინნო, იდექით ასე უფალში, საყვარელნო.
1 თესალონიკელთა 1:19
რადგან რა არის ჩვენი სასოება, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი? თუ არა თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას?
1 კორინთელთა 9:25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა.