მეორე რჯული 15:11
რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
ლევიანნი 25:35
თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.
ლუკა 10:30-35
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია. ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა. მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა. მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო.
მეორე რჯული 15:12-18
თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე. როცა გაათავისუფლებ – ხელცარიელი არ გაუშვა: დაასაჩუქრე შენი ფარიდან, კალოდან ან საწნახელიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან მიეცი. გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ დღეს ამ სიტყვას. და თუ გეტყვის: არ წავალო, რადგან შეგიყვარა შენ და შენი სახლი, ვინაიდან კარგი იყო მისთვის შენთან ყოფნა, მაშინ აიღე სადგისი, ყური გაუხვრიტე კარზე და შენი მონა იქნება სამუდამოდ; შენს მხევალსაც ასე მოექეცი. ნუ გაგიძნელდება მისი გათავისუფლება, რადგან ექვს წელიწადში მოჯამაგირის ორმაგი გასამრჯელო დაიმსახურა შენგან; და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერში, რასაც გააკეთებ.
გალატელთა 6:10
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
2 კორინთელთა 8:1-9
და აჰა, გაუწყებთ ძმებო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მაკედონიის ეკლესიებს მიეცა; რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში. ვინაიდან ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც იყვნენ გულუხვნი. დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ წმიდანთა მომსახურებაში მოზიარეობის უფლება მიგვეცა. და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით; ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე. ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში – რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, – ასევე იუხვეთ ამ მადლშიც. ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო. ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
იაკობის 2:15-16
თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია?
ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.
2 კორინთელთა 8:9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
ფილიპელთა 4:14-18
ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჭირში რომ მეზიარეთ. თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა. თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ. არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
2 კორინთელთა 9:12
ვინაიდან ამ საქმის მსახურება არა მარტო ავსებს წმიდანთა ნაკლებობას, არამედ ღვთისადმი მადლიერებასაც ამრავლებს;