ჩვეულება – ბიბლიური ციტატები

იობი 1:5
ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: “ეგების შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.” ასე იქცეოდა იობი ყოველთვის.

მარკოზის 10:1
და ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.

ლუკას 4:14-16
დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მისი ამბავი მოედო მთელ არემარეს. ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებულ იყო ყველას მიერ. და მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, თავისი ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და დადგა წასაკითხავად.

საქმეები 17:2
თავისი ჩვეულებისამებრ, პავლე შევიდა მათთან და სამი შაბათის განმავლობაში ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან.

3 მეფეთა 18:27-28
შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: “მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან, ვაითუ, რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს, და გაიღვიძებს.” დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.

ლუკას 1:8-9
ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე, მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.

საქმეები 16:20-21
მთავრებს რომ წარუდგინეს, უთხრეს: „ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს. და გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, ვინაიდან რომაელები ვართ.”

დაბადება 29:26
და ლაბანმა უთხრა მას: „ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ უმცროსი გავათხოვოთ უფროსზე ადრე.

მსაჯული 8:23-24
და უპასუხა მათ გედეონმა: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე და არც ჩემი ძე იხელმწიფებს თქვენზე; უფალი იხელმწიფებს თქვენზე.” და უთხრა მათ გედეონმა აგრეთვე: „თხოვნით ერთსა გთხოვთ: თითოეულმა თითო საყურე მომცეს თავის ნადავლიდან.”

რუთი 4:7
ასეთი წესი ჰქონდათ უწინ ისრაელში გამოხსნაზე, გაცვლაზე, ან რაიმე საქმის დადასტურებაზე: ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსაცმელს და მეორეს მისცემდა. ეს მოწმობის ნიშანი იყო ისრაელში.

1 მეფეთა 20:25
და დაჯდა მეფე თავის ადგილზე, კედელთან, როგორც ყოველთვის. და ადგა იონათანი და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.

მარკოზი 15:6
დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ.

საქმეები 25:16
მათ მივუგე, რომ რომაელებს არ სჩვევიათ სასიკვდილოდ გადასცენ ვინმე, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ წარუდგებიან ბრალმდებელნი, და სანამ ბრალდებისაგან თავის მართლების საშუალება არ მიეცემა.

მსაჯული 11:39-40
და ორი თვის ბოლოს დაბრუნდა თავის მამასთან, და ისიც იმ აღთქმისამებრ მოიქცა, რომელიც აღთქმული ჰქონდა. და მას მამაკაცი არ შეუცვნია. ეს წესად დაიდო ისრაელში: წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ იფთახ გილყადელის ასული, ოთხ დღეს წელიწადში.

ლევიანნი 18:30
დაიცავით ჩემი ბრძანებანი, ნუ მოიქცევით ამ საძაგელი წესების მიხედვით, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაუწმიდურდეთ მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.”

ფსალმუნები 105:34-35
არ მოსპეს ერები, უფალმა რომ უთხრა მათ. აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები.

იერემია 10:2-3
ასე თქვა უფალმა: „ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი.  რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი,

გალატელთა 2:14-16
მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ? ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.

საქმეები 6:11-14
მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსეს და ღმერთის საგმობ სიტყვებს.“ ააღელვეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები. და მიუხდნენ მას, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს. წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს. რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“

საქმეები 15:1-2
ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: „თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებით.“ და როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.

საქმეები 28:17
სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როდესაც შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „ძმებო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და მაინც დამატუსაღეს იერუსალიმში და რომაელების ხელთ გადამცეს.

გალატელთა 4:9-10
ახლა კი, როცა ღმერთი შეიცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა შეგიცნოთ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და საცოდავ წესებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ? დღეებს იცავთ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს.

კოლოსელთა 2:8
გაფრთხილდით, არავინ დაგატყვევთოთ სიბრძნისმოყვარეობითა და უაზრო ტყუილებით, ადამიანთა გადმოცემის მიხედვით, ამქვეყნიურ სტიქიათა და არა ქრისტეს მიხედვით.

Close
Close