გულმოწყალება ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4:31
რადგან მოწყალეა უფალი, თქვენი ღმერთი; არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ; არ დაივიწყებს თქვენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც შეჰფიცა მათ.

ფსალმუნები 77:38
მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი, მრავალჯერ შეაბრუნა თავისი რისხვა და არ აღმდგარა მთელი თავისი გულისწყრომით.

იერემია 3:12
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ!

მეორე რჯული 7:7-8
იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ; არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.

ნეემია 9:31
და მაინც, შენი დიდი სიბრალულის გამო, ბოლომდე არ გაგინადგურებია და მიგიტოვებია ისინი, რადგან მწყალობელი და შემბრალე ღმერთი ხარ შენ.

ზაქარია 1:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი – ამბობს ცაბაოთ უფალი – საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.

ლუკას 1:50-54
წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის. გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად; ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი; მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა; შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,

იაკობის 5:11
აჰა, ჩვენ შევნატრით მათ, რომლებმაც დაითმინეს. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან შემბრალე და თანამგრძნობია უფალი.

2 მეფეთა 24:14
მიუგო გადს დავითმა: „დიდად მემძიმება სამივე, მაგრამ უფლის ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიადია მისი მოწყალება; ნუმც ჩავვარდნილვარ კაცთა ხელში”.

3 მეფეთა 8:50
შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.

ფსალმუნები 25:11
მე კი ჩემს უბიწოებაში ვივლი; გამომისყიდე და მადლი მაპოვნინე.

ფსალმუნები 50:1
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

დანიელი 9:9
უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის მოწყალება და პატიება, ჩვენ კი ავუჯანყდით მას.

ფსალმუნები 6:2
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.

ფსალმუნები 26:7
უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.

3 მეფეთა 8:28
მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე.

ფსალმუნები 9:13
შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემს მოძულეთაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან,

მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

ებრაელთა 2:17
ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.

მათეს 8:16
მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.

Close
Close