განახლებული სიცოცხლის მნიშვნელობა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 6:4
ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.

კოლოსელთა 3:1-2
ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.

ესაია 26:19
გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან მათი გვამები! გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში ჩაწოლილნო, რადგან ცისკრის ცვარია შენი ცვარი და მიწა აჩრდილებს დაბადებს.

2 კორინთელთა 15:5
ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.

გალატელთა 2:20
ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის.

1 კორინთელთა 15:31
ვამოწმებ იმ სიქადულით, რომელიც მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომ ყოველდღე ვკვდები ძმებო.

ფილიპელთა 3:8-10
ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო; და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით, რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,

1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

კოლოსელთა 3:10
და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,

2 კორინთელთა 5:17
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა; ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია.


მსგავსი თემები:

ხელახლა დაბადება      საოცარი       ქრისტეს აღიარება      სიმართლის ნაყოფები      ჩვენი ვინაობა ქრისტეში

Close
Close