ხელდასხმა ბიბლიის მუხლები

1 ტიმოთეს 5:22
არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი

მარკოზის 10:16
მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

ლუკას 4:40
მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.

საქმეები 8:17
დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

გამოცხადება 1:17
ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,

ლევიანნი 1:4
თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.

ლევიანნი 3:2
თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.

ლევიანნი 3:15
ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.

ლევიანნი 16:21
დაადებს აჰარონი ორივე ხელს ცოცხალ ვაცს თავზე, აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას, ვაცს დააკისრებს მათ და წარგზავნის შესაფერი კაცის ხელით უდაბნოში.

რიცხვნი 8:10
წარადგინე ლევიანები უფლის წინაშე და ხელები დაასხან ლევიანებს ისრაელის შვილებმა.

რიცხვნი 27:18
უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იეშუა ნავეს ძე, კაცი, რომელზეც არის სული და დაასხი ხელი;

მეორე რჯული 34:9
და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.

საქმეები 6:6
წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.

საქმეები 28:8
პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.

1 ტიმოთეს 4:14
ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.

2 ტიმოთეს 1:6
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

დაბადება 48:14
გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.

ლევიანნი 24:14
ავის მთქმელი ბანაკის გარეთ გაიყვანე და ყველამ, ვინც ისმინა, თავზე დაადოს ხელი და ჩაქოლოს იგი მთელმა კრებულმა.

მათეს 19:15
დაადო ხელები და წავიდა იქიდან.

საქმეები 13:3
მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.

მარკოზის 6:5
და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.

მარკოზის 7:32
მოიყვანეს მასთან ყრუ და ენაბლუ და ევედრებოდნენ ხელი დაედო მისთვის.

მარკოზის 16:18
გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.

ლუკას 13:13
დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.

Close
Close