ხელდასხმა განკურნებისთვის ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 4:34
ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.

ფსალმუნები 138:5
გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე.

გამოცხადება 1:17
ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,

მარკოზის 8:23
მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?”

მარკოზის 8:25
შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე და აახელინა; და აღუდგა მას მხედველობა, და ყველაფერი მკაფიოდ დაინახა.

ლუკას 13:13
დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.

მარკოზის 6:5
და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.

ლუკას 4:40
მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.

მათეს 19:13
მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.

მათეს 19:15
დაადო ხელები და წავიდა იქიდან.

მარკოზის 10:13
და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.

საქმეები 9:12
იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.

საქმეები 9:17
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: „ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.

მარკოზის 7:32
მათ ვერ გაიგეს ეს ნათქვამი, მაგრამ ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.

მათეს 9:18
ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს”.

მარკოზის 5:23
ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.

მარკოზის 16:18
გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.

საქმეები 28:8
ოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.

დაბადება 46:4
მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.

დაბადება 48:14
გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე; განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო.

დაბადება 48:18
უთხრა იოსებმა მამას: „ასე არა, მამაჩემო. ესაა პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა”.

Close
Close