ფილიპელთა 4:6-9
არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ. რაც ისწავლეთ და მიიღეთ და მოისმინეთ ჩემგან და რაც დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
ეფესელთა 6:10-14
და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ. მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები,
1 კორინთელთა 10:13-14
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა. ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
ეფესელთა 2:1-2
თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით, რომლებშიც ოდესღაც იარებოდით ქვეყნიერების ამ ჟამისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩობის შვილებში რომ მოქმედებს.
1 ტიმოთეს 6:17
ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, –
მათეს 6:31-34
ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: ‘რა ვჭამოთ?’ ან: ‘რა ვსვათ?’ ან: ‘რით შევიმოსოთ?’ რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძიებენ. ხოლო თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გესაჭიროებათ ეს ყველაფერი. ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავად იზრუნებს თავის თავზე. ეყოფა თითოეულ დღეს თავისი საზრუნავი.
1 პეტრეს 5:8
მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას.
1 იოანეს 2:5
ნუ შეიყვარებთ ქვეყნიერებას, ნურც იმას, რაც ქვეყნიერებაზე არის. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.