დანებება ბიბლიის მუხლები

2 ნეშტთა 15:7
თქვენ კი განმტკიცდით და მხრებს ნუ ჩამოყრით, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ.“

იესო ნავეს ძე 1:9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“

მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით!

2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.

მარკოზის 10:27
შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს შეუძლებელია ადამიანთათვის და არა ღმერთისათვის, რადგან ღმერთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“

ფსალმუნები 36:24
კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს მტკიცედ უჭირავს მისი ხელი.

გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.

1 კორინთელთა 9:7
რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?

რომაელთა 12:11-12
იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს. იხარეთ იმედით, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.

2 კორინთელთა 4:16-17
ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის,

იგავნი 24:16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება, უკეთურნი კი დაიღუპებიან.

2 კორინთელთა 12:9-10
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.

Close
Close