ეფესელთა 2:20-22
დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმიდა ტაძრად უფალში, რომელზეც თანაშენდებით თქვენც ღმერთის საცხოვრისად სულში.
მათეს 16:18
და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი.
საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
საქმეები 2:44-47
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა.
რომაელთა 12:5
ასევე ჩვენ, მრავალნი ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.
ეფესელთა 4:15-16
არამედ, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება სიყვარულით და ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე, ვისგანაც მთელი სხეული, შენაწევრებული და შემტკიცებული ყოველნაირი მაცოცხლებელი კავშირების საშუალებით, სხეულის თითოეული ასოს ზომიერად მოქმედებით იზრდება თავისი თავის აღსაშენებლად სიყვარულში.
ეფესელთა 1:22-23
და ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხთა ქვეშ და დაუდგინა იგი ყველაფერზე მაღლა ეკლესიას, რომელიც არის მისი სხეული, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეთი.
რომაელთა 16:17
შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი.
1 კორინთელთა 3:16-17
ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ.
კოლოსელთა 3:16
უფლის სიტყვა უხვად დამკვიდრდეს თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, სადიდებლით და სასულიერო საგალობლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
იოანეს 10:16
მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
1 კორინთელთა 3:9-14
რადგან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა. მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს. რადგან არავის ძალუძს დადოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
ებრაელთა 13:17
დაუჯერეთ თქვენს წინამძღვრებს და დაემორჩილეთ მათ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არა ოხვრით, რადგან მაშინ ეს უსარგებლო იქნებოდა თქვენთვის.
1 კორინთელთა 10:17
რადგან პური ერთია, ჩვენ მრავალნი კი – ერთი სხეული. რადგან ჩვენ ყველა ერთი პურიდან ვეზიარებით.
1 ტიმოთეს 3:15
მაგრამ თუ დამაგვიანდა, რომ იცოდე, როგორ მოიქცე ღმერთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
1 კორინთელთა 14:33
რადგან ღმერთი არეულობისა ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა. ისე, როგორც ეს წმიდათა ყველა ეკლესიაშია,
საქმეები 7:48-51
მაგრამ უზენაესი არ მკვიდრობს ხელთქმნილში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ‘ცა ტახტია ჩემი და დედამიწა – ჩემს ფეხთა კვარცხლბეკი,’ – ამბობს უფალი, – ‘როგორ სახლს ამიგებთ მე ან რომელი ადგილია ჩემი დასასვენებლი? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?’ ქედფიცხელნო, გულით და ყურით წინადაუცვეთელნო, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ასევე თქვენც.
გამოცხადება 21:9
და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სძალს, კრავის ცოლს.“
ებრაელთა 10:24-25
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას.
1 კორინთელთა 11:18-22
რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ.
საქმეები 16:4-5
ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები. ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
გამოცხადება 3:1-3
და სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც აქვს ღმერთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ სახელი გაქვს, რომ ცოცხალი ხარ, და მკვდარი კი ხარ. ფხიზლად იყავი და განამტკიცე დანარჩენი, სიკვდილის პირას მისული, რადგან ვერ ვპოვე შენი საქმეების სრულყოფილება ჩემი ღმერთის წინაშე. გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოვალ შენზე.
გამოცხადება 2:18-19
და თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე ‘ასე ამბობს ძე ღმერთისა, ვისაც თვალები აქვს, როგორც ცეცხლის ალი და ფეხები მისი მოელვარე ბრინჯაოს მსგავსია: ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება, და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია.
მსგავსი თემები: