ეკლესიის ზრდა ბიბლიის მუხლები

საქმეები 2:41-47
და ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა. იმ დღეს შეემატა 3 ათასამდე სული. და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში. ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა. დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა.

საქმეები 5:14
სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი.

საქმეები 6:7
და ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში. მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

საქმეები 9:31
ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.

საქმეები 11:24
რადგან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღვსილი. და დიდძალი ხალხი შეემატა უფალს.

საქმეები 16:5
ეკლესიები კი მტკიცდებოდა რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

ეფესელთა 4:16
ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.

კოლოსელთა 2:19
და არ უკავშირდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული, იზრდება ღმერთისმიერი ზრდით.

1 კორინთელთა 3:6-7
მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.

ეფესელთა 2:21
რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,

საქმეები 16:5
ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

Close
Close