მათეს 18:20
რადგან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის.“
ებრაელთა 10:25
ნუ მივატოვებთ ჩვენს შეკრებებს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ ერთმანეთი მით უფრო, რაც უფრო ვატყობთ იმ დღის მოახლოებას.
1 კორინთელთა 5:4
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით,
1 კორინთელთა 11:17-34
ისიც უნდა გითხრათ, რომ ვერ შეგაქებთ თქვენი შეკრებებისათვის, რადგან ისინი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. რადგან, ჯერ ერთი, გავიგე, რომ როცა ეკლესიაში იკრიბებით, არსებობს განხეთქილებები თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. რადგან აზრთა სხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი. როდესაც იკრიბებით ერთად, უფლის სერობას კი არ იღებთ, რადგან ზოგი წინასწარ ჭამს თავის საკუთარ საჭმელს და ზოგი მშიერი რჩება და ზოგი კი თვრება. განა სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ უგულებელყოფთ ღმერთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისათვის ვერ შეგაქებთ. რადგან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში. აკეთეთ ეს ჩემს მოსაგონებლად, რამდენჯერაც შესვამთ.“ რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს. ამგვარად, ვინც უღირსად შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. რადგან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დასასჯელად ჭამს და სვამს, რაკი ვერ სცნობს უფლის სხეულს. ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც კვდება. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვესაჯა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით განსჯილნი. ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი. ამიტომ, ჩემო ძმებო, როდესაც იკრიბებით სერობისათვის, ერთიმეორეს დაელოდეთ. და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.
1 კორინთელთა 14:22-26
ამიტომ ენითმეტყველება მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. ხოლო წინასწარმეტყველება კი ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის. და აი, თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ილაპარაკებენ ენებით და შემოვლენ უმეცარნი ან ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილები ხომ არა ხართო? მაგრამ, თუ ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უმეცარი, და მას ყველა ამხელს და ყველა განსჯის, ამრიგად გამომჟღავნდება მისი გულის დაფარული. ის დაემხობა ძირს, თაყვანს სცემს ღმერთს და აღიარებს, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორის არის ღმერთი. მაშ, რაღა, ძმებო? როცა თქვენ იკრიბებით და თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლა, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება – ყოველივე ეს ხდებოდეს აღსაშენებლად.
იაკობის 2:1-7
ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, – თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ – განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ? ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? განა ისინი არ გმობენ თქვენს კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
საქმეები 2:1
ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას.
საქმეები 4:31
და როდესაც ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც იყვნენ შეკრებილნი. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და მტკიცედ ამბობდნენ ღმერთის სიტყვას.
საქმეები 12:12
გამოფხიზლებული მიადგა იოანეს (მარკოზს რომ ეძახდნენ) დედის, მარიამის, სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
საქმეები 5:12
მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში.
საქმეები 20:7
იმავე ერთშაბათს, როდესაც მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე ესაუბრებოდა მათ და რაკი მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა.
საქმეები 15:30
წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს სინაგოგა და გადასცეს წერილი.
საქმეები 14:27
მივიდნენ და შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რაც გაუკეთა მათ ღმერთმა, და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.
საქმეები 15:6
შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები ამ საქმის გასარჩევად.