ეკლესიის წესრიგი ბიბლიის მუხლები

მათეს 18:15-17
ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.

ტიტეს 3:9-11
მოერიდე სულელურ კამათს, გენეალოგიებს, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ფუჭი. განხეთქილების შემომტან ადამიანს პირველი და მეორე დარიგების შემდეგ განერიდე. იცოდე, რომ ასეთი კაცი გზას ასცდა და სცოდავს: თვით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.

2 კორინთელთა 2:5-11
და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, თქვენ ყველანი. საკმარისი იყოს მისთვის ეს სასჯელი მრავალთაგან.  ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ.  რადგან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. ვისაც თქვენ აპატიებთ რაიმეს, მეც ვაპატიებ, რადგან ვისაც რა ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.

1 კორინთელთა 5:9-11
წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა უზნეო ხალხთან. არა მარტო ამა ქვეყნის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, რადგან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ქვეყნიერებას. არამედ გწერდით, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ უზნეოა, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. არც კი ჭამოთ ასეთთან ერთად.

ტიტეს 2:15
ეს ილაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალმოსილებით. არავინ დაგამციროს შენ.

2 თესალონიკელთა 3:13-15
თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას. ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ წერილით მოწერილ ჩვენს სიტყვებს, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

გამოცხადება 2:1-4
ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც უპყრია შვიდი ვარსკვლავი მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის: ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა, და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებს უწოდებენ, არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად. და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ. მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.

გალატელთა 6:1-2
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში. ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

2 იოანეს 1:9-10
ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც. თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას.

2 ტიმოთეს 2:16-18
მოერიდე უკეთურ ლაყბობას, რომელსაც ამგვარად მოქმედნი უღვთოებისაკენ მიჰყავს. მათი სიტყვა სჭამს თავის გარშემო სირსველისავით. ასეთები არიან ჰიმენეოსი და ფილეტოსი, რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას. ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო და ზოგიერთებს უუკუღმართებენ რწმენას.

გალატელთა 1:9
როგორც წინასწარაც ვთქვი, ახლაც კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს.

იაკობის 5:14-20
რის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა დედამიწაზე წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. და კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეთ, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.

მათეს 5:24-25
დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

Close
Close