1 კორინთელთა 11:1
იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი.
ფილიპელთა 2:5
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში.
იოანეს 13:15
რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
რომაელთა 8:29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.
ეფესელთა 4:11-13
და მან დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარებლებად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად, რათა განამზადოს წმიდები მსახურების საქმისათვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად, ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღმერთის ძის შეცნობას, სრულყოფილ ადამიანად გადაქცევას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას,
ფილიპელთა 3:8-11
დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რაც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც არის ქრისტეს რწმენის მეშვეობით, რწმენაზე დაფუძნებული ღმერთის სიმართლით, რათა შევიცნო იგი და მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში თანაზიარება, მის სიკვდილთან მსგავსებით, რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
2 კორინთელთა 3:18
ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
რომაელთა 8:5-9
ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, კეთილგანწყობა, სიკეთე, ერთგულება, უშფოთველობა, მოთმინება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
1 თესალონიკელთა 1:6
თქვენ გახდით მბაძავნი ჩვენი და უფლისა, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით;
მათეს 10:25
საკმარისია მოწაფისათვის იყოს ისეთი, როგორიც მისი მოძღვარია და მონისათვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, განა უარესს არ იტყვიან მის შინაურებზე?
ლუკას 6:40
არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, ხოლო განსწავლული იქნება, როგორც მისი მოძღვარი.
ლუკას 9:57-62
გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“ სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“ უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“
მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“
იოანეს 10:27
ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
იოანეს 12:26
ვინც მე მემსახურება, გამომყვეს მე; და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
იოანეს 15:10-12
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს. ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
მარკოზის 8:34-35
და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს ჩემი გამოყოლა, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. ვისაც სურს თავისი სამშვინველის ხსნა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, იხსნის მას.
1 პეტრეს 2:21-23
ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“ რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს,
მათეს 10:38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი.
1 პეტრეს 4:1
ამრიგად, რადგან ქრისტემ ხორციელად იტვირთა ტანჯვა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით – რომ ვინც ხორციელად დაიტანჯება, ის წყვეტს კავშირს შეცოდებასთან, –
მათეს 20:26-28
მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის სურს იყოს უდიდესი, იყოს თქვენი მსახური. და ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, იყოს თქვენი მონა, ისე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და თავისი სიცოცხლე გასცეს მრავალთა გამოსასყიდად.“
მათეს 11:29
დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
1 იოანეს 3:16
ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.