ქრისტეს კავშირი ღმერთთან ბიბლიის მუხლები

მათეს 26:39-40
მაშინ ეუბნება მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.“ და მცირედი რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ.“

მათეს 26:52-54
მაშინ ეუბნება მას იესო: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება. 53 იქნებ გგონია, არ შემიძლია შევევედრო ჩემს მამას და ახლავე გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და მეტსაც? მაშ როგორ აღსრულდეს წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“

იოანეს 1:14
და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.

იოანეს 1:18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.

იოანეს 3:16-17
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.  რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით.

იოანეს 4:34
ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.

იოანეს 5:19-21
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს.

იოანეს 5:30
ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.

იოანეს 6:38-40
რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ გადმოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ჩემი მომავლინებლის ნება, რომ რაც მე მომცა, არაფერი დავკარგო იქიდან, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“

იოანეს 8:16-18
და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“

იოანეს 8:28-29
უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, არ დამტოვა მარტო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“

იოანეს 8:42
უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ გეყვარებოდით მე, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, რადგან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.

იოანეს 8:54
მიუგო იესომ: „მე რომ ჩემს თავს განვადიდებდე, ჩემი დიდება არაფერი იქნებოდა. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზედაც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.

იოანეს 11:41-43
აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“ ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“

იოანეს 12:27-29
ახლა წუხს ჩემი სული; და რა ვთქვა – მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან? მაგრამ მე ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი!“ და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“ იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი ელაპარაკებოდაო.

იოანეს 12:48-50
ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ.“

იოანეს 14:10-11
არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.

იოანეს 14:28
თქვენ ისმინეთ ჩემი ნათქვამი: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგეხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.

იოანეს 17:1-8
ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე. შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე. შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.  რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

საქმეები 13:33
როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ‘შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.’

1 კორინთელთა 8:6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყველაფერი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყველაფერი და ჩვენც მის მიერ ვართ.

ებრაელთა 1:1-6
ძველთაგან მრავალმხრივ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა ღმერთი ჩვენს მამებს წინასწარმეტყველების მეშვეობით. ამ უკანასკნელ დღეებში კი დაგველაპარაკა ჩვენ ძეში, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ, ვის მიერაც შექმნა საუკუნენი. იგია მისი დიდების გამოსხივება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უჭირავს თავისი ძალმოსილი სიტყვით. როცა მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. ანგელოზებზე იმდენადვე ამაღლებული გახდა, რამდენადაც მათზე უპირატესი სახელი დაიმკვიდრა. რადგან, რომელი ანგელოზისათვის უთქვამს ღმერთს ოდესმე: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ.“ და კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?“ და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“

გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა აჩვენოს თავის მსახურთ, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მიერ თავის მსახურს, იოანეს,

Close
Close