ქრისტეს სიწმინდე ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 7:26
ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,

2 კორინთელთა 5:21
რადგან ის, ვინც ცოდვა არ იცოდა, მან ცოდვად აქცია ჩვენს გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სამართალი მასში.

ებრაელთა 4:15
რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომელსაც არ შეუძლია თანაგრძნობა ჩვენს უძლურებებში, არამედ რომელიც ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

1 პეტრეს 1:19
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

1 პეტრეს 2:22
„მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“

1 იოანეს 3:3-5
ყველამ, ვისაც მასზე აქვს სასოება, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა. ყოველი ცოდვის ჩამდენი უკანონობას ჩადის; ცოდვა უკანონობაა. თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.

Close
Close