2 მეფეთა 3:33-34
დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: „განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი? ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან“. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
დაბადება 50:10
და მივიდნენ ჰატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა; იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. შვიდი დღე იგლოვა მამამისი.
იერემია 31:15
ასე ამბობს უფალი: „ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები“.
მათეს 2:16-18
როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა. მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
მარკოზის 5:38
მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
ლუკას 8:52
ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.
ლუკას 23:27
უკან დიდძალი ხალხი და დედაკაცები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.
იოანეს 11:31:33
მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად. მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.
ფსალმუნები 101:1-2
უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადი მოვიდეს შენთან. ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე.
2 ნეშტთა 35:25
გოდებდა იერემია იოშიაზე: ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაზე თავის გოდებაში. წესად დაუდგინეს ეს ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
ამოსი 5:1-2
ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო. დაეცა და ვეღარ დგება ქალწული ისრაელი! მიწაზე გართხმულა მიტოვებული და არავინაა მისი წამომყენებელი!
გოდება 1:1
როგორ ეულად დამჯდარა ერთ დროს ხალხმრავალი ქალაქი, ქვრივივით გამხდარა ერთ დროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქთა დედოფალი, დღეს სხვას უნდა ემსახუროს.
ესაია 29:1-2
ვაი, არიელ, არიელ, ქალაქო სადაც დავითი დაბანაკდა! წელიწადს წელიწადი მიამატეთ, დაკალით და იდღესასწაულეთ. შევაჭირვებ არიელს და იქნება ურვასა და ტირილში და იქნება ის ჩემთვის, როგორც არიელი – დიდი სამსხვერპლოს საცეცხლური.
იერემია 4:7-8
ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან და დაიძრა ხალხთა მომსპობი; გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გააპარტახოს შენი ქვეყანა; აოხრდება და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები. ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.
იერემია 7:29
შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.
იერემია 9:10
მთებისთვის ვიტირებ და ვიქვითინებ, უდაბნოს საძოვრებისთვის ვიგლოვებ, რადგან გადაიბუგნენ, აღარავინაა გამვლელი, აღარც სამწყსოს ხმა ისმის, გაიფანტა ყველა: ცის ფრინველიდან პირუტყვამდე წავიდნენ.
გოდება 2:5
მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.
ეზეკიელი 2:9-10
გავიხედე და ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, წიგნის გრაგნილი ეჭირა. გაშალა ჩემ წინაშე; გრაგნილის შიგნიდან და გარედანაც იყო ნაწერი. გოდება, ჭირი და ვაება ეწერა.
ესაია 15:5
კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.
ესაია 16:7
ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.
ესაია 19:8
იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
იერემია 48:36
ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის ხალხზე; რადგან დაეღუპათ უხვი მოსავალი.
გოდება 1:5
მისი მეტოქენი გაბატონდნენ, ზეიმობენ მისი მტრები, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მრავალი დანაშაულის გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.
მსაჯული 11:40
წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.
2 მეფეთა 1:17
და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
ესთერი 4:1
შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
მათეს 2:18
„ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
საქმეები 8:2
დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.
იერემია 4:8
ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.
იერემია 6:26
ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.
ეზეკიელი 19:1
„შენ კი, იგლოვე ისრაელის მთავრებზე.
ამოსი 5:1
ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო.
მიქა 2:4
იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!