ქრისტეს ძალაუფლება ბოროტზე ბიბლიის მუხლები

მარკოზის 1:23-27
და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან.  და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“

ლუკას 4:33-36
იყო სინაგოგაში ერთი კაცი, უწმიდური ეშმაკის სულით შეპყრობილი, და იყვირა: „რას გვემართლები, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ.“ იესომ შერისხა იგი და უთხრა: „დადუმდი და გადი მაგისგან!“ და ძირს დასცა იგი ეშმაკმა შუა ხალხში და გამოვიდა მისგან, და არაფერი დაუშავებია მისთვის. გაოგნებამ მოიცვა ყველა და თქვეს ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“

ლუკას 10:17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდათორმეტნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“

ლუკას 8:27-35
ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”. რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.  ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: „ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული; და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა. იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო. ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.

მარკოზის 1:39
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.

ლუკას 7:21
იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

Close
Close