ფსალმუნები 88:27
და მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე აღმატებულებას ვუბოძებ,
კოლოსელთა 1:15-18
ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა, რადგან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცათა შინა და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. იგი არის ყოვლის უწინარეს და ყოველივე მისით დგას. ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.
გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
რომაელთა 8:29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.
ებრაელთა 12:23
კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს,
მსგავსი თემები:
ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას ქრისტე განდიდებული ქრისტე დასაწყისია ქრისტე და მისი ცხვრები ქრისტე იცნობს ადამიანებს ქრისტე კარია ქრისტე კლდეა ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის
ქრისტე მარადიულია ქრისტე მეფობს საუკუნოდ