ფსალმუნები 117:22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
მათეს 21:42
ეუბნება მათ იესო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.’
1 პეტრეს 2:7
ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“
ესაია 8:14
ის იქნება სიწმიდე და დაბრკოლების ქვა, ქვა, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ბადე იქნება ის იერუსალიმის მკვიდრთათვის.
რომაელთა 9:33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში დაბრკოლების ლოდს და ცდუნების კლდეს და მის მორწმუნეთაგან არავინ შერცხვება.“
ესაია 28:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „აჰა, ქვა დავდე სიონში, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, ვინც მას დაენდობა, არ შეირყევა.
1 პეტრეს 2:6
რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.
დანიელი 2:34-35
შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეცა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა.
დანიელი 2:45
როგორც თავად იხილე – ის ლოდი კაცთა ხელუკვრელად მოსწყდა მთას და ნამსხვრევებად აქცია რკინა, თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა ასე აუწყა მეფეს, თუ რა მოხდება მის შემდეგ. უტყუარია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.“
1 კორინთელთა 10:4
და ყველანი სვამდნენ ერთ სულიერ სასმელს, რადგან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ეს კლდე კი იყო ქრისტე.
მსგავსი თემები:
ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას ქრისტე განდიდებული ქრისტე დასაწყისია ქრისტე და მისი ცხვრები ქრისტე იცნობს ადამიანებს ქრისტე კარია ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ ქრისტე, პირმშო