დაბადება 40:14
ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად წაგივა საქმე, მიყავი სიკეთე, და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან,
იესო ნავეს ძე 2:12
ახლა დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე გიყავით სიკეთე, ასევე უყოფთ სიკეთეს მამაჩემის სახლს და სარწმუნო ნიშანს მომცემთ.
მსაჯული 8:35
და არც იერუბაყალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი, მთელი იმ სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
რუთი 3:10
და უთხრა ბოყაზმა: „კურთხეულ იყავი უფლისაგან, ჩემო ასულო! შენ ახლა პირვანდელზე მეტი სიკეთე გამოიჩინე, რომ ვინმე ჭაბუკს არ გამოეკიდე, არც ღარიბს და არც მდიდარს.
2 მეფეთა 2:5-6
და გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა: „კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ მიაგეთ თქვენს ბატონს – საულს – და დამარხეთ. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისთვის, თქვენ რომ გააკეთეთ.
ნეემია 9:17
და არც გაგონება ინებეს და არც შენი საოცარი საქმეები გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი.
ფსალმუნები 30:21
კურთხეულია უფალი, რადგან მომივლინა თავისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში.
ფსალმუნები 118:76
დაე იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
იგავნი 19:22
კაცის სიკეთე მისი მოწყალე გულია; და ღატაკი სჯობს მატყუარას.
ესაია 54:8
რისხვის გზნებაში დაგიფარე დროებით ჩემი სახე, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიწყალებ! – ამბობს შენი მხსნელი უფალი
იერემია 2:2
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ‘ასე თქვა უფალმა: მე მახსოვს შენი კეთილგანწყობილება ჩემდამი შენს სიყმაწვილეში; შენი ჩემდამი სიყვარული, როდესაც პატარძალი იყავი; უკან რომ მომდევდი უდაბნოში, დაუთესავ ქვეყანაში.
იოევლი 2:13
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
საქმეები 28:2
კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
2 კორინთელთა 6:6
სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში,
ეფესელთა 2:7
რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
კოლოსელთა 3:12
ამგვარად, როგორც ღმერთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სიკეთე, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.
საქმეები 14:17
თუმცა მოწმობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი კეთილმოქმედება, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დრო-ჟამს, გვასაზრდოებდა და სიხარულით გვივსებდა გულებს.“
იერემია 9:24
არამედ მან იამაყოს, ვინც იმით ამაყობს, რომ მე მიცნობს, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი! – ამბობს უფალი. –
ლუკას 6:35
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ.
ესაია 63:7
მადლს მივაგებ უფალს, ქება-დიდებას უფალს ყველა წყალობისთვის, რაც მოიმოქმედა ჩვენთვის უფალმა, და დიდი სიკეთისთვის, ისრაელის სახლზე რომ მოიმოქმედა თავისი მოწყალებით და, მრავალი წყალობით რომ მიაგო.
მათეს 9:36
ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.
მათეს 14:14
გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
რომაელთა 11:22
ამრიგად, ხედავ ღმერთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სიკეთეს შენზე, თუ იდგები მის სიკეთეში, თუ არა და, შენც მოიკვეთები.