მათეს 22:16
და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.
მათეს 6:2-5
ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. და როდესაც ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა დაინახოს ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს.
მათეს 10:23
როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორეში გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების მოვლას, რომ მოვა კაცის ძე.
მათეს 13:17
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
მათეს 18:3
და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ გახდებით ბავშვებივით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
მათეს 19:28
იესომ უპასუხა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როდესაც კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად.
მათეს 18:12-14
როგორ გგონიათ, კაცს რომ 100 ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა არ მიატოვებს მთებში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად? და თუ შეძლებს მის პოვნას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგან.
მათეს 21:21
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთას რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდი, ასეც მოხდება.
მათეს 25:12
ხოლო მან მიუგო და თქვა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ!’
მათეს 25:40
და მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
მათეს 25:45
მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’
მარკოზის 3:28-29
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთა შვილებს, რამდენსაც უნდა გმობდნენ; ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ –
მარკოზის 9:1
და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მდგომთაგან არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმერთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს.“
მარკოზის 10:15
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“
მარკოზის 10:29-30
თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს, და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.
მარკოზის 11:23
ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: ‘აიწიე და ზღვაში ჩავარდი,’ და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.
ლუკას 12:37
ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.
ლუკას 21:3
თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
იოანეს 3:3-5
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“ ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“ მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში.
იოანეს 5:19-25
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს. რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ. რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს. რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა, რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს, იცოცხლებს.
იოანეს 6:26
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
იოანეს 6:32
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
იოანეს 6:47
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
იოანეს 6:53
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
იოანეს 8:34
მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
იოანეს 8:51
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას შეინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“
იოანეს 8:58
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“
იოანეს 10:7
კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა.
იოანეს 13:16
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი.
იოანეს 13:20-21
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.“ ამის თქმის შემდეგ აღიძრა იესო სულით, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“
იოანეს 16:7
მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ვერ მოვა ნუგეშისმცემელი თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
იოანეს 8:40
ახლა კი მე მეძებთ მოსაკლავად, ადამიანს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია.
იოანეს 8:45-46
ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას ვამბობ, არა გწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
მსგავსი თემები:
ქრისტე განდიდებული ქრისტე დასაწყისია ქრისტე და მისი ცხვრები ქრისტე იცნობს ადამიანებს ქრისტე კარია ქრისტე კლდეა ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ ქრისტე, პირმშო ქრისტე მწყემსია ქრისტე, მღვდელმთავარი
ქრისტე, ეკლესიის თავი