მარკოზის 9:2-3
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე. მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე, ისეთი ელვარე თეთრი, როგორც ვერც ერთი გამთეთრებელი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებდა გათეთრებას.
იოანეს 16:14-15
იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
იოანეს 1:51
ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ.“
საქმეები 9:3-5
გზად მიმავალი, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად კაშკაშა ნათელმა მოიცვა ციდან, დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ მან თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი უთხრა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
გამოცხადება 1:13-16
და შვიდი სასანთლეს შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი სამოსი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. და მისი ფეხები, როგორც ქურაში გამოწრთობილი ბრინჯაო. და მისი ხმა, როგორც მრავალ წყალთა ხმა. და ეპყრა მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი, და მისი პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა; სახე მისი იყო როგორც მზე, მთელი ძალით რომ ანათებს.
გამოცხადება 14:14
და აჰა, ვიხილე: თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი.
გამოცხადება 19:11-12
და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის. და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
მსგავსი თემები:
ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას ქრისტე დასაწყისია ქრისტე და მისი ცხვრები ქრისტე იცნობს ადამიანებს ქრისტე კარია ქრისტე კლდეა ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ ქრისტე, პირმშო ქრისტე მწყემსია ქრისტე, მღვდელმთავარი
ქრისტე, ეკლესიის თავი