იგავნი 12:11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
1 კორინთელთა 2:15
ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
1 კორინთელთა 11:29
ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
დაბადება 18:23
მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
დაბადება 18:25
შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!“
ესაია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს – ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს – სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს – მწარედ.
ეზრა 3:13
ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.
მათეს 23:24
ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!