საქმეები 26:16
მაგრამ წამოდექი და დადექ ფეხზე, რადგან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
2 ტიმოთეს 4:1
გაფიცებ და მოგიწოდებ ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი გამოცხადებით და თავისი სუფევით,
2 ტიმოთეს 4:8
ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.
ებრაელთა 9:26
მაშინ მას სამყაროს დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ახლა კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით ცოდვათა წარსახოცად.
1 იოანეს 3:5
თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
კოლოსელთა 3:4
და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებაში.
1 იოანეს 3:2
საყვარელნო, ახლა ღმერთის შვილები ვართ, ოღონდ ჯერ არ გამოჩენილა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა ის გამოჩნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც ის არის.
ტიტეს 2:13
მოველოდეთ ნეტარი სასოებით ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას,
1 ტიმოთეს 6:14
დამიკისრებია შენთვის, დაიცვა მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე გამოჩნდებოდეს,
1 იოანეს 2:28
ახლა კი, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას.
2 ტიმოთეს 1:10
ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას,
მარკოზის 16:9
როდესაც აღდგა ერთშაბათის განთიადისას, პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.
საქმეები 9:17
წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“
ლუკას 24:34
რომელთაც უთხრეს: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.“
1 კორინთელთა 15:6-8
შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.