იოანეს 10:14
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე,
იოანეს 10:3
მას უღებს მეკარე და ცხვრებს ესმით მისი ხმა; იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
ესაია 40:11
ის დამწყემსავს თავის ფარას, როგორც მწყემსი; თავისი მარჯვენით შეკრებს კრავებს და უბით ატარებს, წინ წაუძღვება ბატკნის დედებს.
იოანეს 10:16
მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
ფსალმუნები 22:3
სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისათვის.
იოანეს 10:9
მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
იერემია 31:10
ისმინეთ უფლის სიტყვა, ხალხებო, და აუწყეთ შორეულ კუნძულებს, და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეიკრებს მათ და დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის სამწყსოს.
ეზეკიელი 34:10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე მწყემსებთანა მაქვს საქმე, და მათ მოვკითხავ ჩემს ცხვრებს, და აღარ დავანებებ მათ ცხვრის მწყემსვას, და ვეღარც დამწყემსავენ ისინი თავის თავს; და ვიხსნი ჩემს ცხვრებს მათი პირიდან და აღარ გახდებიან მათი კერძი.
ზაქარია 9:16
და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე.
იოანეს 10:28
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ.
ზაქარია 13:7
„მახვილო, აღიძარ ჩემს მწყემსთა წინააღმდეგ და ჩემი მახლობლის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – დასცხე მწყემსს და გაიფანტება ფარა; მაშინ მე ხელს მივყოფ კრავებს
იოანეს 10:11
მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.
საქმეები 20:28
გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
მსგავსი თემები:
ქრისტე ამბობს ჭეშმარიტებას ქრისტე განდიდებული ქრისტე დასაწყისია ქრისტე იცნობს ადამიანებს ქრისტე კარია ქრისტე კლდეა ქრისტე, მაგალითი ჩვენთვის ქრისტე მარადიულია
ქრისტე მეფობს საუკუნოდ ქრისტე, პირმშო