მეორე რჯული 30:15-18
აჰა, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება. და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და კანონები, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და მოემსახურები მათ, მე დღეს გიცხადებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეზე, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად.
გამოსვლა 19:5-6
ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემი საუნჯე იქნებით ყველა ხალხთაგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფო და წმიდა ხალხი იქნებით ჩემთვის. აი, ამ სიტყვებს ეტყვი ისრაელიანთ!“
მეორე რჯული 29:9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველა საქმეში, რასაც დაიწყებთ.
ამოსი 5:14-15
ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი გადარჩეთ; ყოვლისშემძლე უფალი ღმერთიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ. შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა, იოსების ნატამალი!
3 მეფეთა 18:21
და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა იცვლიდეთ აზრს? თუ უფალი არის ღმერთი, მას გაჰყევით, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით.“ სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
იესო ნავეს ძე 24:14-15
მაშ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ მხოლოდ უფალს. და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.“
იერემია 3:12:14
წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს და თქვი: მობრუნდი, ისრაელის განდგომილო ასულო, – მე არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, – ამბობს უფალი, – და არ ვიმრისხანებ სამუდამოდ. ოღონდ აღიარე შენი დანაშაული, რომ განუდექი შენს უფალ ღმერთს და უზნეობდი უცხოთესლთან ყოველი ფოთლოვანი ხის ქვეშ და ჩემს ხმას არ უსმენდით, – ამბობს უფალი. მობრუნდით, განდგომილო ძენო, – ამბობს უფალი, – რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. თითოს გამოგიყვანთ ყოველი ქალაქიდან, ორ-ორს – ყოველი ტომიდან და მოგიყვანთ სიონში.
მათეს 16:24-26
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ?
მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“
ლუკას 9:57-62
გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“ მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“ სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“ უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“
იოანეს 21:17-19
ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ დაღონდა პეტრე, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ?“ და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. ხოლო როდესაც დაბერდები, გაშლი ხელს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“ ეს თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: „მომყევი მე!“
კოლოსელთა 3:16
ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში.
1 თესალონიკელთა 5:14
შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, გაამხნევეთ სულმოკლენი, შეეწიეთ უძლურთ, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
2 თესალონიკელთა 3:14-15
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ წერილით მოწერილ ჩვენს სიტყვებს, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს. ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
2 ტიმოთეს 4:2
იქადაგე სიტყვა, მზად იყავ დროულად და უდროოდ ამხილო, შერისხო, შეაგონო სრული სულგრძელებითა და დამოძღვრით.
ტიტეს 2:15
ეს ილაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალმოსილებით. არავინ დაგამციროს შენ.
ნეემია 9:30
შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში.
ეზეკიელი 16:2
ადამის ძევ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი.
გალატელთა 2:11-14
როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაიუდეველდნენ?“
იობი 9:12
აჰა, გაიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?
იერემია 18:6
განა ამ მეთუნესავით არ შემიძლია მოგექცეთ თქვენ, ისრაელის სახლო? – ამბობს უფალი, – აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ თქვენ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
ესაია 14:27
ცაბაოთ უფალმა გადაწყვიტა – ვინ დაარღვევს მის გადაწყვეტილებას? დაღერებულია მისი ხელი – ვინ შეაჩერებს მას?
დანიელი 4:35
დედამიწის ყველა მკვიდრი – არაფერია. უზენაესი თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრთა შორის, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერ ეტყვის: „ამას რას აკეთებ?“