მათეს 19:7
ეუბნებიან მას: „აბა, მოსემ რატომღა დადო მცნებად გაყრის წერილის მიცემა და გაშვება?“
მეორე რჯული 24:1-4
თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის ბარათი, ხელში მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან. და გავა ქალი მისი სახლიდან, წავა და გათხოვდება სხვა კაცზე. და თუ შეიძულა იგი ამ მეორე ქმარმაც, და დაუწერა მას გაყრილობის ბარათი, და მისცა მას და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს მეორე ქმარი, რომელმაც იგი ცოლად მოიყვანა, არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ დაიბრუნოს ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე, და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.
ოსია 2:2
უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან.
მათეს 5:31
ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’
იერემია 3:8
ნახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი ისრაელის განმდგარი ასული და მივეცი გაყრილობის ბარათი, მაგრამ არ შეშინებია მის მოღალატე დას – იუდას, და ისიც წავიდა და მეძაობდა.
ესაია 50:1
ასე თქვა უფალმა: „სად არის გაყრის წერილი, რომლითაც გაუშვი დედათქვენი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ თქვენ? ხომ თქვენი ურჯულოების გამო იყავით გაყიდულნი, და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული?
მათეს 5:31-32
ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.