დაუქორწინებლობა ბიბლიის მუხლები

მათეს 19:9-11
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ ეუბნებიან მას მოწაფეები: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ დაქორწინდეს.“  უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.

1 კორინთელთა 7:1
იმის თაობაზე კი, რაც თქვენ მომწერეთ: – „კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს ქალს.“

1 კორინთელთა 7:6-8
ხოლო ამას ვამბობ რჩევად და არა ბრძანებით. რადგან მსურს, რომ ყოველი ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ.

1 კორინთელთა 7:26-28
მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ გასაჭირში ადამიანისათვის უმჯობესია დარჩეს, როგორც არის. თუ შეერთებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ. ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ. ცოლიც რომ შეირთო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი გასაჭირი ექნებათ, და მე არ მემეტებით ამისთვის.

1 კორინთელთა 7:32-40
მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ აამოს უფალს; ხოლო ცოლიანი ქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ცოლს. არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს. ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმისათვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ რათა ღირსეულად და წრფელად ემსახუროთ უფალს, დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი დანიშნული ქალწული სიყმაწვილის ასაკს გადასცდეს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე, დაქორწინდნენ. ხოლო ვინც თავისი გულით მტკიცედ დგას და იძულებული არ არის, არამედ აქვს ხელმწიფება თავის ნებაზე და გადაწყვიტა თავის გულში თავისი ქალწულობის დაცვა, კარგად იქცევა. ამიტომ, ვინც გაათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, და ვინც არ გაათხოვებს, უკეთესად იქცევა. ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია გაჰყვეს, ვისაც სურს, ოღონდ უფალში. მაგრამ უფრო ნეტარია, თუ ასე დარჩება, ასეთია ჩემი რჩევა. და ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღმერთის სული.

1 ტიმოთეს 4:1-3
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია, რომლებიც კრძალავენ შეუღლებას და მოითხოვენ თავშეკავებას საკვებისაგან, რომელიც ღმერთმა შექმნა, რათა მადლობით მიიღონ ჭეშმარიტების მორწმუნეებმა და მცოდნეებმა.

გამოცხადება 14:4
ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის.

Close
Close