ეკლესიასტე 1:8
ყველა საგანი დამქანცავია, კაცი ვერ შეძლებს მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ აივსება სმენით.
ეკლესიასტე 4:8
იყო მარტოხელა კაცი: არც ძე, ჰყავდა, არც ძმა, ბოლო კი არა ჰქონდა მთელ მის შრომას, არც მისი თვალები გამძღარა სიმდიდრით. „და ვისთვის ვშრომობ მე და ვაკლებ ჩემს სულს სიკეთეს?” ესეც ამაოება და ავი საქმეა!
ეკლესიასტე 5:10
ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა.
ეკლესიასტე 6:7
ადამიანის მთელი შრომა მისი პირისთვისაა, მაგრამ სული არ ივსება.
ესაია 29:8
იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.
ესაია 55:2
რატომ იხდით ვერცხლს იმისათვის, რაც პური არ არის? და თქვენს ჭირნახულს იმისათვის, რაც არ აძღობს? სმენით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია, და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.
იოანეს 4:13
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება.