1 ტიმოთეს 2:9-15
ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს. დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში სრული მორჩილებით. დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ნებას, არც ქმარზე ბატონობისას, არამედ იყოს მდუმარედ. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმიდეში კდემამოსილებით.
იგავნი 11:16
სანდომიანი ქალი პატივს იხვეჭს, მძლავრნი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
იგავნი 21:19
სჯობს უდაბნოს ქვეყანაში ჯდომა ანჩხლ და ბრაზიან ქალთან ყოფნას.
დაბადება 2:8
და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა.
კოლოსელთა 3:18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
იგავნი 14:1
ბრძენი ქალი აშენებს თავის სახლს, სულელი კი ანგრევს მას საკუთარი ხელით.
იგავნი 12:4
გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში.
ტიტეს 2:3-5
ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
1 კორინთელთა 11:6
ვინაიდან, თუ დედაკაცი თავს არ დაიფარავს, გადაიპარსოს. ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია, იყოს გაკრეჭილი ან გადაპარსული, თავდაფარული იყოს.
დაბადება 2:24
და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.”
იგავნი 21:9
ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას.
1 კორინთელთა 11:7
ამგვარად, მამაკაცმა მართლაც არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა. ცოლი კი ქმრის დიდებაა.
1 პეტრეს 3:7
თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
დაბადება 3:16
და უთხრა დედაკაცს: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე.”
1 ტიმოთეს 3:11
ასევე მათი ცოლებიც უნდა იყვნენ პატიოსნები, არა მაბეზღარნი, კდემამოსილნი და ყველაფერში ერთგულნი.
1 კორინთელთა 7:34
არის განსხვავება ქმრიანსა და ქალწულს შორის: ქალი, უქმრო და ქალწული, ზრუნავს უფლისაზე, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც. ქმრიანი კი სოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ აამოს ქმარს.
მეორე რჯული 22:5
არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი დედაკაცმა და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის, ყველა, ვინც ამას სჩადის.