იგავნი 9:10
სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება – გონიერება.
იობი 28:28
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომა – გონიერება!”
ფსალმუნები 110:10
უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
იაკობის 3:13
ვინ არის თქვენს შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
2 პეტრეს 1:5
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება,
ფსალმუნები 93:11
უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.
დანიელი 12:4
შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.
საქმეები 17:21
ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
1 კორინთელთა 3:20
და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი”.
1 კორინთელთა 1:20-21
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
იოანეს 5:39-40
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ. ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
რომაელთა 1:22-23
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
კოლოსელთა 2:8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
კოლოსელთა 2:23
ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით – არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
1 კორინთელთა 8:1-2
ახლა კერპთშენაწირებზე. ვიცით, რადგან ცოდნა ყველას გვაქვს. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
ესაია 29:14
ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.
იობი 5:13
მათსავე მზაკვრობაში შეიპყრობს ბრძენთ და ამაოებად აქცევს ცბიერთა რჩევას.
1 კორინთელთა 1:26-31
ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული; არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული, რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე. მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად. რათა იყოს, როგორც სწერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
რომაელთა 8:6-7
რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
კოლოსელთა 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
დანიელი 1:4
უნაკლო, კარგი შესახედაობის და ყოველგვარ სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა შეეძლებოდათ.
დანიელი 1:17
და მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ყოველი წიგნის შემეცნების ნიჭი, გონიერება და სიბრძნე; დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის განმარტებაც შეეძლო.
საქმეები 5:34
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
საქმეები 7:22
ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.