იგავნი 19:20
შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
იგავნი 4:13
ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
ებრაელთა 13:17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.
იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
იგავნი 6:6-11
ჭიანჭველასთან მიდი უქნარავ, მის გზებს დააკვირდი, და ჭკუა ისწავლე. არც უფროსი ჰყავს მას, არც ბატონი და არც ზედამხედველი; ზაფხულში იმარაგებს თავის საზრდოს, მკის დროს აგროვებს თავის საკვებს. როდემდე უნდა იწვე ზარმაცო? როდის გაიღვიძებ? ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულზე ხელის დაკრეფა მოსასვენებლად, და მაწანწალასავით მოგადგება სიღატაკე და იარაღიანი კაცივით – გაჭირვება.
იგავნი 24:30-34
ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე; აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო. როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება – იარაღასხმული კაცივით.
იგავნი 12:1
დარიგება უყვარს ცოდნის მოყვარულს, მხილება უმეცარს სძულს.
რომაელთა 2:18
იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.
2 ტიმოთეს 3:16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
იობი 6:24
მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
იგავნი 5:12-13
იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა; არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.
იერემია 16:21
ამიტომ, აჰა, მე გავაგებინებ; ამჯერად მე გავაგებინებ მათ ჩემს ძალას და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ, რომ ჩემი სახელი არის – უფალი”.
ნეემია 8:7-8
იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე. გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.
ეფესელთა 4:11
და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
იერემია 32:33
ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
მეორე რჯული 24:8
გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.