2 ტიმოთეს 2:7
დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
იგავნი 2:6
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
დანიელი 9:20-22
ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო, ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს. შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
ლუკას 24:45-47
და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად. უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.
ლუკას 24:27
მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.
1 კორინთელთა 2:9-13
მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც. რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა. ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული. რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
ესაია 64:4
დასაბამიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომ მოემოქმედა ასეთი რამ თავის მოიმედეთათვის.
ეფესელთა 3:2-6
თუ, რა თქმა უნდა, გსმენიათ ღვთის მადლის გამგებლობაზე, რომელიც თქვენთვის მომეცა. რადგან გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რომლის შესახებაც უკვე მოგწერეთ მოკლედ. და როცა წაიკითხავთ, შეგეძლებათ ჩაწვდეთ ჩემს ცოდნას ქრისტეს საიდუმლოში, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით. რომ წარმართებიც თანამემკვიდრეები, სხეულის ნაწილები და აღთქმის თანაზიარნი არიან ქრისტეში ხარების მეშვეობით.
გამოცხადება 13:18
აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.
დაბადება 45:4-8
უთხრა ძმებს იოსებმა: „მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: „იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ. ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა. რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა. თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე. თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
1 ნეშტთა 14:2
და მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა მეფედ ისრაელზე და რომ აამაღლა მისი სამეფო თავისი ხალხის, ისრაელის გამო.
იობი 42:1-6
მიუგო იობმა უფალს: „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას. ამბობდი: ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? – ვამბობდი იმას, რაც არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი. ამბობდი: მომისმინე და ვილაპარაკებ; შეგეკითხები და მიპასუხე. ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები. ამიტომ უკან ვიხევ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში”.
ფილიპელთა 1:9-11
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში. რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
კოლოსელთა 1:9-10
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
ფსალმუნები 18:12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
იგავნი 5:1-4
შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას, რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი. ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი – ორლესული მახვილივით.
იგავნი 3:21
შვილო ჩემო! ნუ დაიფარება ეს შენს თვალთაგან; შეინარჩუნე გონიერება და განსჯა.
2 ნეშტთა 1:10-12
მომეცი ახლა სიბრძნე და ცოდნა, რომ გავდიოდე ამ ხალხის წინაშე და შევდიოდე, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს ესოდენ მრავალრიცხოვანი ხალხი?” უთხრა ღმერთმა სოლომონს: „იმის გამო, რომ გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე და ქონება, პატივი ან შენი მტრების სული, არც ხანგრძლივი სიცოცხლე მთხოვე, არამედ მხოლოდ სიბრძნე და ცოდნა ჩემი ერის მართვისთვის, რომელზეც მე გაგამეფე! მოგეცა სიბრძნე და ცოდნა; თან ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენამდე მყოფ მეფეებს ჰქონიათ და არც შენს შემდეგ ექნება ვინმეს”.
ფსალმუნები 118:98-100
ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენეს შენმა მცნებებმა, რადგან მარადის ჩემ წინაა ისინი. ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენს მოწმობებზე ვფიქრობ. მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს წესებს ვინახავ.
ფსალმუნები 118:104
შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
მათეს 22:29
მიუგო იესომ მათ პასუხად: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
მარკოზის 8:17-21
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: „რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ? თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: „თორმეტი”. „როცა ოთხი ათასისთვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი გაავსეთ ნარჩენებით?” უთხრეს: „შვიდი”. უთხრა მათ: „მაშ, როგორ ვერ ხვდებით?”