დაიცავი მცნებები! ბიბლიის მუხლები

ლევიენნი 22:31
დაიცავით ჩემი მცნებანი და აღასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი

მეორე რჯული 6:17
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.

მეორე რჯული 8:1
იფხიზლე, რომ აღასრულო ყოველი მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა იცოცხლო და გამრავლდე, მიხვიდე და დაიმკვიდრო მიწა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.

მეორე რჯული 8:6
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა იარო მისი გზებით და გეშინოდეს მისი.

მეორე რჯული 10:13
დაიცვა უფლის მცნებანი და დადგენილებანი, რომელთაც შენდა სასიკეთოდ გამცნებ დღეს

მეორე რჯული 11:1
ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი..

მეორე რჯული 11:8
დაიცავით ყოველი მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებთ, რათა გაძლიერდეთ, მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.

მეორე რჯული 28:9
დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.

მეორე რჯული 28:13
თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.

მეორე რჯული 29:29
დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.“

მეორე რჯული 30:8
და შენც მოიქცევი, შეისმენ უფლის ხმას და აღასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც გამცნებ დღეს.

მეორე რჯული 30:16
რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

მეორე რჯული 32:46
კვლავ უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.

იესო ნავეს ძე 1:7
ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი, რათა დაიცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ, ჩემმა მსახურმა; ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ.

იესო ნავეს ძე 22:5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ მის გზებზე, დაიცვათ მისი მცნებები, ჩაეჭიდოთ და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი არსებით.“

იესო ნავეს ძე 23:6
ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,

3 მეფეთა 2:3
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;

3 მეფეთა 3:14
თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.“

3 მეფეთა 6:12
აჰა, სახლს აშენებ, მაგრამ თუ ივლი ჩემი წესებისამებრ და აღასრულებ ჩემს დადგენილებებს, დაიცავ ყოველ ჩემს მცნებას და აღასრულებ, მაშინ მეც ავასრულებ ჩემს სიტყვას, რომელიც დავითისთვის, მამაშენისთვის მაქვს ნათქვამი.

3 მეფეთა 11:38
თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.

4 მეფეთა 17:37
მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.

ფსალმუნები 77:7
რომ ღმერთზე დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი მცნებანი;

ლევიანნი 18:26
დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;

ლევიანნი 19:37
დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი.“

ლევიანნი 20:22
დაიცავით ყოველი ჩემი წესი და სამართალი, აღასრულეთ ისინი და არ ამოგანთხევთ ქვეყანა, სადაც მიმყავხართ საცხოვრებლად.

ლევიანნი 25:18
აღასრულეთ ჩემი წესები, დაიცავით ჩემი სამართალი და აღასრულეთ ისინი და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად.

ეზეკიელი 11:20
რომ ჩემი წესებით იარონ, ჩემი დადგენილებები დაიცვან და შეასრულონ; მაშინ ჩემი ხალხი იქნება იგი და მე მისი ღმერთი ვიქნები.

1 ტიმოთე 6:14
დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე,

ლუკას 11:28
მან კი თქვა: „ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას

1 იოანეს 5:3
რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.

1 კორინთელთა 7:19
არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.

ფსალმუნები 118:4
შენ გვიბრძანე, რომ მტკიცედ დაგვეცვა შენი ბრძანებები.


მსგავსი თემები:

ქრისტეს მცნებების დაცვა       თუ დაიცავ მცნებებს       თუ არ დაიცავ მცნებებს

Close
Close