მათეს 28:20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!
იოანეს 15:14
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ იმას აკეთებთ, რაც გამცნეთ.
იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები“
იოანეს 15:10
თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
1 იოანეს 2:3
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს.
2 იოანეს 1:6
სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამიდან გესმათ, რომ მასში დადიოდეთ.
იოანეს 8:51
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.“
იოანეს 8:52
უთხრეს მას იუდევლებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
1 იოანეს 2:4
ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
1 იოანეს 2:5
ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.
მსგავსი თემები:
დაიცავი მცნებები თუ დაიცავ მცნებებს თუ არ დაიცავ მცნებებს ქრისტეს მცნებების დაცვა