გავლენა ბიბლიის მუხლები

მათეს 5:13-16
თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

იგავნი 1:8-9
ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე და სამკაული შენს ყელზე.

იგავნი 7:1-5
შვილო, ჩემი ნათქვამი დაიცავი და შენში დაიუნჯე ჩემი მცნებანი. დაიცავი ჩემი მცნებები და მოძღვრებები, როგორც საკუთარი თვალის ჩინი და იცოცხლებ. თითებზე დაიბნიე და გულის ფიცარზე დაიწერე. უთხარი სიბრძნეს: „ჩემი და ხარ შენ” და ახლო მეგობარი უწოდე გონიერებას. რათა დაგიფაროს სხვისი ცოლისგან, უცხო ქალისგან, ლაპარაკით რომ ხიბლავს;

იგავნი 25:15
დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.

1 კორინთელთა 15:33
ნუ მოტყუვდებით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვეულებებს.

იგავნი 27:17
რკინა რკინას ლესავს, კაცი კი – თავისი მოყვასის სახეს.

დაბადება 3:17-19
უთხრა ადამს: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!” ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ. შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.

ფილიპელთა 4:8-9
და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ. რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

მეორე რჯული 4:15-19
იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან, რათა არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ თქვენთვის ქანდაკება, რომელიმე კერპის, კაცის ან ქალის გამოსახულება; დედამიწაზე არსებული რომელიმე ცხოველის ან ცაში მფრენი ფრთოსნის გამოსახულება, რომელიმე ქვეწარმავლისა დედამიწაზე და მის ქვეშ, წყლებში მყოფი რომელიმე თევზის გამოსახულება; რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.

მათეს 18:5-6
ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს. 6 ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.

გალატელთა 5:7-9
კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას? ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი. მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.

1 კორინთელთა 5:6-8
არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.

1 კორინთელთა 8:9-13
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად? და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ. ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.

2 კორინთელთა 6:14-18
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! – ამბობს უფალი – უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი – ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი”.

2 ტიმოთეს 2:14
ეს გახსოვდეს, ღვთის წინაშე დამოწმებისას ნუ იკინკლავებთ, რადგან სრულიად უსარგებლოა და ანადგურებს მსმენელთ.

იაკობის 4:7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

საქმეები 16:6-10
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში. მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა. გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ. და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო; ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.

1 კორინთელთა 12:3
ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: „შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: „უფალია იესო” – თუ არა სულიწმიდით.

1 პეტრეს 2:12
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

3 მეფეთა 15:11-14
სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა, მამამისის, დავითის მსგავსად. გაყარა ტაძრის მეძავი კაცები ქვეყნიდან და ყველა კერპი მოაცილა, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ მის მამებს. დედამისი მაყაქაც მოაშორა დედოფლობას, რადგან აშერას ქანდაკება ჰქონდა დადგმული. აჩეხა ასამ მისი კერპი და დაწვა კედრონის ღელესთან. მაღლობები კი არ მოუშორებია, თუმცა მთელი მისი სიცოცხლე ერთგული იყო ასა უფლისადმი.

იგავნი 5:1-5
შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას, რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი. რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი. ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი – ორლესული მახვილივით. სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.

იგავნი 6:20-24
შვილო, მამაშენის მცნებები დაიცავი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ. განუწყვეტლივ გულზე გქონდეს შებმული, ყელზე მოხვეული. სიარულისას წინ წაგიძღვება, ძილში გიდარაჯებს და გამოღვიძებულს დაგელაპარაკება. რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება – სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა. რათა დაგიფაროს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.

იგავნი 9:9
შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.

2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.


მსგავსი თემები:

ცუდი გავლენა

Close
Close