დაბადება 19:24-25
და აწვიმა უფალმა ციდან გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან, ციდან სოდომსა და გომორას. და დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, და ყოველი მკვიდრი ამ ქალაქისა და ყოველი მცენარე მიწისა.
მათეს 22:7
ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
რიცხვნი 31:9-10
და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები და მათი ბავშვები. და მთელი მათი საქონელი, მთელი მათი ჯოგი, და მთელი მათი ქონება დაიტაცეს. და ყველა მათი ქალაქი მათი დასახლების ადგილებში და ყველა მათი ბანაკი გადაწვეს ცეცხლით.
მსაჯული 20:38
ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ.
მსაჯული 20:48
და ისრაელის კაცები კვლავ მიუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს.
მეორე რჯული 13:16
და მთელი ნადავლი შეკრიბეთ მის შუაგულ მოედანზე, და ცეცხლით დაწვით ეს ქალაქი და მთელი ის ნადავლი უფლისათვის, შენი ღმერთისათვის. და საუკუნო ნანგრევებად დარჩეს იგი და აღარ აშენდეს არასდროს.
იესო ნავეს ძე 6:24
და ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი შემატეს უფლის სახლის საუნჯეს.
იესო ნავეს ძე 8:8
და როცა აიღებთ ქალაქს, წაუკიდეთ ცეცხლი ქალაქს, მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ. აბა, მე გიბრძანებთ თქვენ.”
იესო ნავეს ძე 8:19
და ჩასაფრებულები უმალ წამოდგნენ თავიანთი ადგილიდან და გაიქცნენ, როდესაც იესომ ხელი გაიწოდა, შეიჭრნენ ქალაქში და აიღეს იგი, და ისწრაფეს, და წაუკიდეს ქალაქს ცეცხლი.
იესო ნავეს ძე 11:10-11
და დაბრუნდა იესო იმავ დროს და დაიპყრო ხაცორი, და მოკლა მისი მეფე მახვილით. და მახვილის პირით მოსრეს ყოველი სული, ვინც კი იქ იყო, და გაანადგურეს. არავინ დარჩენილა ცოცხალი და ხაცორი დაწვეს ცეცხლით.
იერემია 50:32
და წაიბორძიკებს ბოროტგანმზრახველი და დაეცემა, და არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს დავანთებ მის ქალაქებში და შეჭამს ყოველივეს მის ირგვლივ.”
ოსია 8:14
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
ესაია 1:7
აოხრებულია თქვენი ქვეყანა, ცეცხლითაა გადამწვარი თქვენი ქალაქები, თქვენი მიწა – თქვენი თანდასწრებით უცხონი ჭამენ მის ნაყოფს და აოხრებულია, როგორც უცხოთა მიერ დამხობისას.
რიცხვნი 21:28
რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან ალი – სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
მსაჯული 18:27
და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, წყნარ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით.
1 მეფეთა 30:1-3
და ქალები, ვინც კი იყვნენ, დიდიდან პატარამდე, არვინ მოუკლავთ, მხოლოდ ტყვედ წაასხეს და წავიდნენ თავიანთი გზით. და მივიდნენ დავითი და მისი კაცები ქალაქში და ხედავენ: გადამწვარია ქალაქი, დედა-წული ტყვედ არის წაყვანილი. და გამართეს მოთქმა დავითმა და მისმა ხალხმა და ტიროდნენ, ვიდრე ძალი შესწევდათ.
1 მეფეთა 30:13
ჩვენ დავარბიეთ ქერეთის სამხრეთი, და იუდას მხარე, ქალების სამხრეთი, ციკლაგი კი გადავწვით.”
3 მეფეთა 9:16
და ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. და ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
იერემია 49:27
„და ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.”
ეზეკიელი 30:16
და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ძრწოლით აწრიალდება ისინი და გაინგრევა თებე. ნოფს კი მტერი მოადგება დღისით.
აბაკუმი 2:3
განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღწვიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?
ზაქარია 9:4
აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
ლუკას 17:29
ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.
გამოცხადება 18:9
„იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს.
გამოცხადება 18:18
რომ დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’